ევროკავშირის პროექტის EU4IP („ინტელექტუალური საკუთრების უფლებების გაძლიერება საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში“) შემფასებელი მისიის წარმომადგენლების ვიზიტის ფარგლებში, საქართველოში იმყოფება პროექტის ხელმძღვანელი იბონ ორმაზაბალი. მისიის მიზანია პირველი წლის სამუშაო გეგმის მოსამზადებლად დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრა და ტექნიკური დისკუსიების გამართვა.
დღეს საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო კანონპროექტი „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“. საქპატენტის მიერ მომზადებული საქართველოს კანონის პროექტი, პატენტრწმუნებულის კვალიფიკაციის მოპოვებასთან, რეგისტრაციასთან და საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხებს, ასევე პატენტრწმუნებულთა ასოციაციის შექმნისა და ფუნქციონირების საკითხებს დაარეგულირებს.
საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს გიორგი ამილახვარს შეხვდა და პან-ევროპული სტაჟირების (PES) პროგრამაში ქართული უნივერსიტეტების გაწევრიანების დეტალები გააცნო. შეხვედრას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე რექტორი ერეკლე ასტახიშვილი ესწრებოდნენ.
საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე მოლდოვას დედაქალაქში იმყოფება, სადაც ინტელექტუალური საკუთრების დარგში ევროკავშირის ახალი რეგიონული პროექტის EU4IP დაწყების ოფიციალური ღონისძიება იმართება. პროექტში, საქპატენტთან ერთად, მოლდოვას ინტელექტუალური საკუთრების სახელმწიფო სააგენტო (AGEPI) და უკრაინის ინტელექტუალური საკუთრებისა და ინოვაციების ეროვნული უწყება (UANIPIO) ჩაერთვება.